მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, მაქსიმალურად ცდილობს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვებს ისეთი აქტივობები შესთავაზოს, სწავლა დღესასწაულად უქციოს და იმავდროულად, დააკვირდეს - როგორ დაისწავლეს ბავშვებმა ესა თუ ის საგანი, რა მიმართულებით საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას და რა არის მათი ძლიერი მხარე.
ასეთი ჰოლისტური მიდგომები განაპირობებს ხარისხიან სასწავლო პროცესს და რისი დასტურიც ხულგუმოს საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის ჩატარებული ღია გაკვეთილი გახლავთ რუსულ ენაში.
ღია გაკვეთილის თემა გახლდათ „ჩვენი საყვარელი სპექტაკლი“, მიზანი კი - ზეპირი და წერითი, ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მასწავლებლის - სირუნ ლევანიანის ხელმძღვანელობით, აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს აფიშის შექმნა, სპექტაკლის აღწერა და აგრეთვე წარმოაჩინეს ენის ცოდნის დონეც.
გაკვეთილი დატვირთული გახლდათ საინტერესო აქტივობებით - ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში, ბავშვებმა შექმნეს პლაკატები და ფერადი აფიშები. ყოველმა ჯგუფმა კი აფიშისთვის შეარჩია საყვარელი ზღაპრები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ