მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა ყველა ქართველისათვის. ამ დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ.
გუდაურის საჯარო სკოლაში მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს. ასევე დაამზადეს ანბანი და კედლის გაზეთი.
„დედაენა წმინდა წიგნია,“ დედასავით მშობლიური, საყვარელი და სათაყვანო. მისი სითბო შორეული ბავშვობიდან გვათბობს, გვმოძღვრავს, მზის სხივებივით გვინათებს ხვალინდელ დღეს. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ლექსები, მართლაც რომ ოქროსხმიან სიმებადაა ამოხლართული, ამოქარგული“,- ასწავლის ბავშვებს პედაგოგი თამარ მწითური და დედაენის სიყვარულზე გვესაუბრება.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები იაზრებენ ამ დიდი განძის გავლენას, თითოეულმა წარმოთქმული სიტყვით გამოხატა მშობლიური ენისადმი სიყვარული“,-დასძენს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე