მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
22 აპრილს სკოლაში მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის სოციალური მულტფილმების ჩვენება გაიმართა, რომლებიც ეძღვნებოდა ისეთ თემებს როგორიცაა - კლიმატის ცვლილება, როგორ მოქმედებს ადამიანი ბუნებაზე, როგორც შევინარჩუნოთ ბუნება და სისუფთავე. ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია მოეწყო. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბუნების დაცვის გზებზე და აღნიშნეს, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
„ყველამ უნდა იფიქროს პლანეტა დედამიწის შენარჩუნებაზე, რადგან მსოფლიოში ყველაფერი ამოუწურავი არ არის“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე