მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღეს აქტიურად გამოეხმაურნენ.
პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, სკოლაში ჩატარდა გაკვეთილი თმაზე - „დედამიწა ჩემი სახლია“. მასწავლებელი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს შეახსენა, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ, მათ შორის გარემოსდაცვით თემებზე ნახატებში შექმნეს და სკოლის ეზო მოხატეს.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური