მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ერთ-ერთი მიმართულებაა, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება, და ზაფხულის დასაწყისში საზოგადოებას წარედგინება - ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა, მოგვიანებით კი მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სატელევიზიო ეთერში განმარტა, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოთ ამ მიმართულებით პედაგოგებს:
„სკოლის მასწავლებლები არიან ჩვენი სისტემის მთავარი ხერხემალი და საზომი, თუ რა დონის განათლება გვექნება საჯარო სკოლებში...
ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ახალი კადრების მოზიდვა, მეორეს მხრივ კი პროფესიული განვითარების სქემის არსებობა.
რაც შეეხება სიახლეს, ჩვენი მიზანია, მასწავლებელს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჰქონდეს სკოლაში განვითარების საშუალება და შეძლოს ამ რესურსის რეალიზება; არსებული სქემა ერთი იყო ყველასთვის, ჩვენი სურვილია, დაიყოს, რათა რაც შეიძლება მეტი გზა არსებობდეს კარიერული წინსვლისთვის:
პირობითად, მე თუ ვარ ფიზიკოსი და მსურს გავხდე მენტორი, ან წამყვანი მასწავლებელი, უნდა მომეცეს ამ მიმართულებით განვითარების საშუალება; ასევე თუ მაგალითად პედაგოგს სურს განვითარება ადმინისტრირების მიმართულებით - სასწავლო ნაწილის, დირექტორის მოადგილის, სკოლის დირექტორის ან რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობა, ამ მხრივაც უნდა ჰქონდეს განვითარების საშუალება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“