მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის მეორე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასის მასწავლებელ თეა კვასტიანის ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით თემებზე დაამზადეს პოსტერი და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
მოსწავლეებმა ნათლად გააცნობიერეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და გაიზარეს, რომ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია ეკოლოგიური პრობლემებისკენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“