მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღინიშნა, ამავე დღეს სიმბოლურად ეწყობა წიგნის ჩუქების კამპანია. ეს თარიღი 1995 წელს იუნესკომ დააწესა და მიზნად ისახავს წიგნის მნიშვნელობის ხაზგასმას, კითხვის პოპულარიზაციასა და საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას.
23 აპრილი შემთხვევით არ შერჩეულა — ამ დღეს (1616 წელს) გარდაიცვალა ორი ლიტერატურული გიგანტი: უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი.
წიგნის ჩუქების ტრადიციას აქტიურად შეუერთდა ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის საზოგადოება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექციის ხელშეწყობით, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა - გივი ზაუტაშვილმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები, ესაუბრა ლიტერატურისა და განათლების მნიშვნელობაზე.
სკოლის დირექციამ მკითხველთა კლუბის წევრები სიგელებით დააჯილდოვა.
წიგნები ერთმანეთს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც აჩუქეს.
დასასრულს, სკოლის მკითხველთა კლუბის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მზია ბაიდოშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, მასწავლებლებს, თითოეულ მონაწილე მოსწავლეს აღნიშნულ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისათვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს - გივი ზაუტაშვილს დასაჩუქრებისა და მოსწავლეთა გახარებისთვის, ასევე მადლიერება გამოხატა გულთბილი მასპინძლისადმის - ილიას სახელმწიფო მუზეუმისადმი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზია