მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაცნობიერებში ეხმარებიან.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ გარემოსდაცვით დღეს ბარდნალის საჯარო სკოლაში აქტიურად გამოეხმაურნენ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა სკოლაში:
გამოცხადდა კვირეული, 22 აპრილს კი ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანისა და ბიოლოგიის მასწავლებელ ნატო ხეცურიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც თითქმის ყველა კლასი იყო ჩართული:
უფროსკლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასელებმა კი - ლამაზად გაფორმებული პოსტერები და კედლის გაზეთები.
ბოლოს გაიმართა კონკურსიც, სადაც აღნიშნული თემის ირგვლივ დაისვა კითხვები და გამოვლინდა გამარჯვებულიც.
დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები, მასწავლებლებს ლამზირა ონიანსა და ნატო ხეცურიანს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა მომავალშიც.
ღონისძიების სლოგანი იყო: დედამიწა შენი სახლია! მოვუაროთ ჩვენს პლანეტას! ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში!
ღონისძიებებმა გარდა იმისა რომ მოსწავლეებს მისცა ახალი ცოდნა, შთააგონა რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი სახლია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური