სიახლეები
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში
24-04-2025
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა, რომელთა მიზანი იყო ქართული ენის სილამაზისა და სიდიადის წარმოჩენა და მისი როლის ხაზგასმა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

გაიმართა, კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემოქმედებითი აქტივობა მე-4 კლასელებს პედაგოგმა ირინა კოსტავამ შესთავაზა და მოსწავლეთა მოხატულ-მოჩუქურთმებული ნამუშავრებითა და მხატვრული კითხვის ოსტატობით აღფრთოვანებული დარჩა. 

მე-მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ირინა კოსტავას ხელმძღვანელობით, ასევე ბარბარიზმების წინააღმდეგ გაიმაშქრეს

აქტივობა - კომიქსებში გაცოცხლებული ბარბარიზმები, მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. აქტივობის სლოგანი იყო, მოსწავლის ნამუშავრზე გაკეთებული წარწერა - „არ გამოიყენო ბარბარიზმები, გამოიყენე შენი ლამაზი ენა!“.

ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული აქტივობის ფარგლებში კი მე-4 კლასის მოსწავლეებმა ჩვენი ჩუქურთმა ასო-ბგერები გააფერადეს

დედაენის დღეს მიეძღვნა, პედაგოგ სალომე კვირკელიას ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიებაც. მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაიხსენეს. 

სასკოლო საზოგადოებას დედაენის დღე ღონისძიებით მიულოცეს II კლასის მოსწავლეებმაც, 

„ქართული მარტო ენაა?

ქართული ქართველთ რწმენაა!“ - მუხრან მაჭავარიანის ამ სიტყვებით შთაგონებულებმა ერთხმად აღნიშნეს - „არა ბარბარიზმებს!“ და კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსს ხალისით შეუერთდნენ. მოსწავლეთა პედაგოგი ნათია ჯულუყაძე გახლავთ. 

ემოციებისა და ნიჭის ზეიმი იყო მე-6 კლასში. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მე-8 კლასში, ქართულ ენასა და ისტორიაში.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები. ისაუბრეს ჩვენი ენის ისტორიულ მნიშვნელობაზე. გაკვეთილის თემა იყო - „ენა, შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის“. სასწავლო პროცესს მასწავლებლები - იზა ბურჭულაძე და ხათუნა რუსიეშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

დედაენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო და იმავდროულად შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა I კლასში, დამრიგებელ რუსიკო სკამკოჩაიშვილის ხელმძღვანელობით. 

შთამბეჭდავად წარიმართა III კლასში, პედაგოგ ნანი სალუქვაძის თაოსნობით ჩატარებული ღონისძიება - “ჩემი ქართული სიტყვა ქარგული“.

მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა პედაგოგ ხათუნა გორდელაძის ღონისძიება - „ჩვენი ენა ქართული“.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დააგვირგვინეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციციით -„ამბავი ვაზფურცელა წიგნისა“, რომელიც გიორგი ლეონიძის შემოქმედებით მოტივებზე შეიქმნა. ღონისძიებას პედაგოგები - ეკა ღლონტი, ვარდო ჯინჭარაძე, ზინა ფანჩვიძე და ირმა კვაჭანტირაძე ხელმძღვანელობდნენ. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ირინა კოსტავა) კი  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შეაჯამეს პრეზენტაციით - „ო, ენავ, ჩემო“. მოსწავლეებს არ დაუტოვებით არცერთი საკითხი, რა კუთხითაც კი შეიძლებოდა ინფორმაცია მოეპოვებინათ და გაეზიარებინათ, ჩვენს დიდებულ, ქართულ ენაზე. მე და საზოგადოების თემასთანაც დააკავშირეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობა.

კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება