სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
25-04-2025
-
+


უწიგნოდ, რომ თვალთახედვის ისარი მოკლეა, კარგად იციან ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რადგან პედაგოგები მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან, მომავალი თაობის წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს შთააგონებენ - „გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო!“

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკომ 1993 წელს გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ 23 აპრილი მსოფლიოს კლასიკოსი მწერლების -მიგელ დე სერვანტესისა და ლოპე დე ვეგა ს გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცველების დღეა.

ეს მნიშვნელოვანი დღე ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა:

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჯერ თავად ესაუბრა წიგნის როლსა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში, შემდეგ კი მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა - ლუკა მეიშვილმა, თეონა ხეცურიანმა და ნინო ხეცურიანმა წარმოადგინეს შემეცნებითი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მისი დახმარებით მოამზადეს.

სიმბოლურია ისიც, რომ ამ დღეს დაბადების დღე აქვს სკოლის მეთუხე კლასის მოსწავლე ჯონი ნემსწვერიძეს, რომელმაც „ტვინების ბრძოლაში“, „ეტალონსა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში უმაღლესი შედეგები არაერთხელ აჩვენა, ასევე დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონკურსშიც გაიმარჯვა. როგორც სკოლის ნორჩი წიგნიერი მოსწავლე, დირექტორმა სიგელითა და წიგნით დააჯილდოვა.

ამ საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო: გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი! ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები! წიგნი საუკეთესო მეგობარია!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება