მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა.
ღონისძიება მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებსა და ბებიებს მიუძღვნეს. ღონისძიება კლასის დამრიგებლის- ანაჰიტ მარკოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, დედები და ბებიები.
ღონისძიება სიმღერით დაიწყო და ლამაზი ცეკვებითა და მხატვრულად წაკითხული ლექსებით გაგრძელდა, ბებიებისადმი მიძღვნილმა წარმოდგენამ კი განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.
„ყველა ძალიან აღელვებული, კმაყოფილი და ბედნიერი იყო“, - გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ