მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია შეჩერებული რომ აქვს, ეს განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სატელევიზიო ეთერში დაადასტურა. ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, რადგან დარღვევები მართლაც იყო, თუმცა ხელახალი შემოწმება მოითხოვეს. მისი თქმით, მოთხოვნები, რომელიც გადამოწმების დროს ENQA-ს და EQAR-ს ჰქონდათ შესრულებულია.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ საქართველო არის როგორც ENQA-ს WFM-ის (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის) წევრი. 2023 წელს ENQA-ს და EQAR-ს წევრთან საქართველოში ჩამოსული იყო ჯგუფი, რომელიც ქვეყნებში პერიოდულად ასოციაციის წევრობის ხელახალ ავტორიზაციას ახდენს. 2023 წლის ოქტომბერში შემოწმებული 11 სტანდარტიდან 5-ში გვქონდა საუკეთესო შეფასება. ერთ სტანდარტში, რომელიც ეხებოდა განათლების განვითარების ხარისხის ცენტრის დამოუკიდებლობას, მივიღეთ არადამაკმაყოფილებელი შეფასება. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება და ის უკვე 2024 წელს იყო აღმოფხვრილი“, - განაცხადა მინისტრმა.
კითხვას, უახლოეს ვადებში ისევ დაბრუნდეს EQAR-ის წევრობა საქართველოს? - ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ ეს ორგანიზაციები სწრაფად არ მუშაობენ.
„ENQA-ს და EQAR ასე სწრაფად არ მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვესაჩივრებინა, მათთანაც და საერთაშორისო დონეზეც გვქონდა კონსულტაციები...“
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე გაასაჩივრეს თუ არა ეს შეფასება მინისტრი ამბობს, - „არა, ნახე რა ვქენით, ჩვენ მოვითხოვეთ ფოკუსირებული შეფასება. ანუ ეს ნიშნავს, რომ ახალი დელეგაცია ჩამოვა და შეამოწმებს არის თუ არა დღესაც იგივე პრობლემები და გამოწვევები ამას გადაამოწმებენ.
როცა შემოწმდა მაშინ ეს პრობლემები არსებობდა, თუმცა დღეს უკვე ხარისხის მართვის დირექტორი 5 წლის ვადით ინიშნება და აკრძალულია, რომ ეს პირი იკავებდეს სხვა პოლიტიკურ თანამდებობას, ასევე გაწერილია იმ ორგანოების მონაწილეობა ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში, რომელიც ENQA-ს და EQAR-ს ჰქონდათ მოთხოვნა", - განაცხადა წულაძემ.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს გაუქმებული აქვს EQAR-ის რეგისტრაცია, ხოლო ENQA-ს თქმით, დარღვევების გამო, მოგვენიჭა „გადახედვის ქვეშ მყოფი წევრის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ სააგენტო არ შეესაბამება ESG-ს სტანდარტებს, თუმცა ორ წლიან პერიოდში ინარჩუნებს წევრობის უფლებებსა და ვალდებულებებს. ორ წლიანი ვადის ათვლა 2025 წლის 9 აპრილიდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 11 აპრილს ENQA-მ ოფიციალური წერილი გაუგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მარგიშვილს, რომელშიც ვკითხულობთ: „საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მთლიანობაში არ შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და იმ პრინციპებს, რომელიც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეშია მიღებული.
„სააგენტო არ შეესაბამება აღნიშნულ სტანდარტს, ორგანიზაციული და ოპერაციული დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემების გამო. საბჭო განსაკუთრებით შეშფოთებულია, იმით რომ აღნიშნული საკითხები სააგენტოს თვითშეფასების ანგარიშში არ იყო ასახული და არც სააგენტოს შიდა სტრუქტურებში იყო სრულად ცნობილი“.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ში 2019 წლის 27 ივნისს დარეგისტრირდა. EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად გასული წლის ბოლოს შეჩერდა. ინფორმაცია თავდაპირველად განათლების ექსპერტებმა გააჟღერეს, შემდგომ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმაც დაადასტურა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“