მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის მსოფლიო დღე.
ბუნების აქტიური ქომაგები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. აღნიშნული დღე მათთვის იქცა შესანიშნავ შესაძლებლობად, დაფიქრებულიყვნენ საკუთარ როლზე ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში და გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაცვა და გონივრული მოხმარება.
Vll1 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა ჟღენტის დახმარებით, დედამიწას „დაბადების დღე“ გადაუხადეს და ერთხმად აღნიშნეს - „ჩვენ დედამიწის მეგობრები ვართ“ გაუფრთხილდით მას, ის ხომ ჩვენი სახლია და მას მოფრთხილება უნდა“!
დედამიწის დღეს სკოლაში ასევე კლასის საათი მიეძღვნა. პედაგოგმა მოსწავლეებს შეახსენა, რომ ეს დღე დაგვაფიქრებს თუ რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ბუნებასთან.
კლასის საათის ფარგლებში, ჯგუფური აქტივობის დროს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად იმსჯელეს როგორ შეიძლება მოვუფრთხილდეთ ჩვენს ერთადერთ სახლს - დედამიწას. მსჯელობით კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებებს და ეს ცვლილებები ჩვენი პასუხისმგებლობაა დედამიწის მიმართ.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ