მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები.
მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მე-7, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეთა კონფერენციას.
ბავშვები საინტერესო თემებითა და ნამუშევრებით წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის როლს ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
კონფერენციას პედაგოგი ნატა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ