მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. მათ შორის აღსანიშნავია, პროექტებითა და კომპლექსური დავალებებით სწავლება, რაც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია - კომპლექსური დავალება-პროექტი „მიუსაფარი ძაღლები“, რომელიც IVე კლასში განხორციელდა.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე მე-4 კლასელები გაეცნენ კლასგარეშე ლიტერატურას, დააკვირდნენ უსახლკარო ძაღლებს (თემში), შექმნეს და დაარიგეს ბროშურები, სადაც ასახეს ცხოველთან ურთიერთობისას ქცევის წესები.
გამოიკვეთა დილემა - „ადამიანები უნდა დავიცვათ ცხოველებისაგან, თუ ცხოველები ადამიანებისაგან?“ . პრობლემის გამოკვეთის შემდეგ, მოსწავლეებმა კლასში იმსჯელეს მისი გადაჭრის გზებზე.
პროექტს პედაგოგი თეონა ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომა.
„საღად მოაზროვნე თაობა... ბავშვები, რომლებიც ხედავენ როგორც პრობლემას, ისე მისი გადაჭრის გზებს.. მადლობა თეონა მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ