მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
23 აპრილს სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-6 კლასის ხელმძღვანელმა ჩაატარა სადამრიგებლო საათი, რომელიც წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ამ მასშტაბურ ღონისძიებას მიეძღვნა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ადამიანის ცხოვრებაში წიგნის უმნიშვნელოვანეს როლზე, შექმნეს პლაკატი - „აჩუქე წიგნი“, ჩაწერეს ვიდეორგოლები სახელწოდებით - „მე და წიგნი“.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩუქა წიგნები, რაც მათთვის ერთგვარი სტიმულია, იკითხონ წიგნები.
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 1923 წელს კატალონიელი წიგნის გამყიდველების მიერ მიგელ დე სერვანტესისა და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მოწყობილი წიგნების ფესტივალი ტრადიციად 1995 წელს იქცა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ