მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის, მასშტაბურად აღინიშნა ქართული ენის დღე, რომელსაც სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებები თუ აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
III კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი შორენა ჩაფიძე) ისაუბრეს ქართული დამწერლობის განვითარებაზე, ჩართული იყვნენ პროექტში - „არა ბარბარიზმებს!“.
წარმოადგინეს მოძიებული ბარბარიზმები, გააცნეს ერთმანეთს და ქართული შესატყვისები მოუძებნეს.
აგრეთვე მოეწყო ხელნაწერების გამოფენა.
კვირეულის დასასრულს ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექციამ (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) და დაწყებითი განათლების კათედრამ ქართული ენის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ