სიახლეები
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
28-04-2025
-
+


დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის, ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და გარემოს დაცვის გზების შესახებ. გაიმართა საინტერესო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეებმა ეკლოგიის საკითხებზე თავიანთი ცოდნა გამოცადეს. დამსწრეებს ასევე წარედგინათ დედამიწის დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეორგოლი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ემოცია და მოტივაცია შესძინა დღეს.

ღონისძიების დასასრულს აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა, აამაღლა მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერება და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ჩვენი პლანეტის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.

ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის.

დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ღონისძიების ორგანიზატორი მადლობას უხდის მოსწავლეებსა, ადმინისტრაციასა და პედაგოგებს აქტიურობისა და მხარდაჭერითვის

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება