მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზაქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე, რომელთა ჩართულობით, გადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლაშიც - მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პროექტის მიზანი კი გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ.
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე, რომელთა ჩართულობით, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, დარგეს ხეები, მასწავლებლებმა კი ბავშვებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე.
ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა, ორგანიზატორ მასწავლებლებს კი დირექციაქმ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
„დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკინდორის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნანა შუკაკიძემ და ნათია შუკაკიძემ მოსწავლეებთან ერთად მრავალფეროვანი აქტივობები შემოგვთავაზეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება!
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური