მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწის დღე ცაგერის მუნიციპალიტეტის ოყურეშის საჯარო სკოლასთან შერწყმულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. დაწყებითი კლასების პედაგოგებმა – მანანა ლიპარტელიანმა და ნათია გოგიძემ – მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა იმსჯელეს გარემოს დაცვაზე, ასევე გააკეთეს პოსტერები, რომლითაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება პლანეტისადმი. პედაგოგების თქმით, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებას და განაპირობებს იმას, რომ ისინი მზრუნველი მოქალაქეები გახდნენ.
დედამიწის დღე პატარა გარემოსდაცვითი დღესასწაული იყო სკოლაში, რომელიც ცოდნასთან ერთად სიყვარულსა და ზრუნვასაც ნერგავდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური