მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, არაერთი კლუბია დაარსებული.
ერთ-ერთი ასეთია „წიგნებისა და ლიტერატურის კლუბი“. კლუბის წევრები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ამჯერად, შეხვდნენ მე-8დ კლასის მოსწავლეებს, სადაც განიხილეს ოსკარ უაილდის ნაწარმოები - „თავკერძა გოლიათი“.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების პერსონაჟებსა და მთავარ აზრზე. ნაწარმოებისადმი მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე შეხვედრამ საინტერესოდ და პროდუქტიულად ჩაიარა. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. დასასრულს კლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მე-8დ კლასს და მის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ზიზი ჭაჭაშვილს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ