მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდი გაიხსენეს და მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
24 აპრილს, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 110 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, სოფლის პატარა სამლოცველოს ესტუმრნენ და სანთლები დაანთეს.
მე-6 კლასელების მონაწილეობით, კი სკოლაში სომეხთა გენოციდის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„ეს დღე არ იქნება დავიწყებული, სანამ სომხები ცხოვრობენ ამ დედამიწაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს სამართლიანობა აღდგება. ჩვენ გვახსოვს და მოვითხოვთ“,- აღინიშნა სკოლაში.
აქტივობებს მასწავლებელი ნარინე ბდოიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ