მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პედაგოგები ახალ თაობას ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან და არაერთ გარემოსდაცვით ინიციატივას სთავაზობენ.
22 აპრილს, წესის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღის აღნიშვნის მიზნით მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა კი შექმნეს პოსტერი - „დედამიწის დღე“.
აქტივობის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან - ნათელა ნატმელაძესა და მაია ჯელაძესთან ერთად, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაციები, ყურადღება გაამახვილეს დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე. მორწყეს მცენარეები, გააფერადეს თემატური ნახატები და კიდევ ერთხელ მიულოცეს მსოფლიოს მასშტაბური გარემოსდაცვითი დღესასწაული.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს
პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...