მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ.
23 აპრილს სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ, საინტერესოდ აღნიშნეს და მრავალფეროვანი აქტივობებიც განახორციელეს.
პირველკლასელებს, მეორეკლასელებთან ერთად, კლასის დამრიგებელმა - ნათელა ნატმელაძემ, ქართული ხალხური ზღაპარის „კოკროჭინა“ ნახევარი წაუკითხა, მოსწავლეებმა კი ნაწარმოების დასასრული მოუფიქრეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ