მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. სკოლაში ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული არაერთი ღონისძიება გაიმართა.
17 აპრილს, კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - შორენა კიკაბიძის მხარდაჭერით, ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება თემაზე - „კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა“.
VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, სადაც მთავარი აქცენტი გადაიტანეს იმ საფრთხეებზე, რაც ქართულ ენას ემუქრება ბარბარიზმების გამოყენებას თუ გავაგრძელებთ. დასახეს საფრთხეების თავიდან აცილების გზები.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს ქართველური ენების - მეგრულის, ლაზურისა და სვანურის შესახებ, რომლებიც იუნესკომ გადაშენების პირას მდგარი ენების ნუსხაში შეიტანა. ყურადღება გაამახვილეს ბაცბურზე, იგივე წოვა-თუშურზე. წაიკითხეს სვანურ, მეგრულ და წოვა-თუშურ ენაზე შექმნილი ლექსები, შეასრულეს ლაზური სიმღერა.
დასასრულს გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში. მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები. I, II და III ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - ნანა ჯგერენაია, სასწავლო ნაწილის გამგე - ციალა გოგოლი, პედაგოგები მაია კანკავა და ლია ხელაია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ