სიახლეები
საინტერესო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ჰაკათონში მონაწილეობას სთავაზობს
06-12-2016
-
+


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab ATSU, სასკოლო ჰაკათონზე “JUNIORATSUHACK“ რეგისტრაციას აცხადებს და სკოლის VI-XII კლასის მოსწავლეებს მონაწილეობას სთავაზობს.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა. მასში მონაწილეობისთვის ონლაინ რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია 21 დეკემბრამდე,„ჰაკათონი ჯუნიორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე http://junior.atsuhack.com

ჰაკათონის II ეტაპი მოიცავს 22 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდს. 

აღნიშნულ ეტაპზე ჰაკათონის მონაწილეები გაივლიან ონლაინ ტესტს, ოფიციალურ გვერდზე http://junior.atsuhack.com რომელიც შედგენილი იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტის მიხედვით. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდება შემდეგ ტურში გადასული მოსწავლები. რომელთა სია გამოქვეყნდება ჰაკათონ ჯუნიორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

ჰაკათონის III ეტაპი გაიმართება 22 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზეიმო ვითარებაში მოხდება ღონისძიების გახსნა, პროექტის პრეზენტაცია და პირველი სასკოლო ჰაკათონის შედეგების გაცნობა. ღონისძიების ფორმატი, ასევე, ითვალისწინებს მასტერკლასების ჩატარებას, მენტორების წარდგენას, მონაწილეთა გუნდებად დანაწილებას და სავარაუდო იდეების პროექტებზე მუშაობას.

გუნდები ვირტუალურ სივრცეში იმუშაობენ პროექტზე, ხოლო მენტორები მათ დაეხმარებიან იდეების დახვეწაში. 

გუნდის წევრები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმუშავებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ Fablab-ში, სადაც საჭიროების მიხედვით გამოიყებენ Fablab-ის რესურსებს - 3D პრინტერს, ლაზერულ მჭერლს და სხვა აპარატურას.

IV დასკვნითი ეტაპი გაიმართება 29 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოხდება რეგისტრირებული გუნდების სამუშაო სივრცეში განაწილება, იდეების მატერიალიზაცია, განხორციელდება საექსპერტო ჟიურის მონიტორინგი სამუშაო პროცესზე, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ, დასრულებული პროდუქტის პრეზენტაცია. ამავე დღეს, ჟიურის მიერ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.  

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება