მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ამჟამად, სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი - „შევისწავლოთ და დავიცვათ გარემო“, რომლის მორიგი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.
ჩატარდა ესეების კონკურსი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა იმდენად საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, რომ ჟიურის გამარჯვებულების გამოვლენა გაუჭირდა.
წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა სამი გამარჯვებული. სკოლის დირექციამ მათ გადასცა ფასიანი საჩუქრები. გარდა ესეებისა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარადგინეს ნახატები დედამიწაზე, თავისი გარემოსდაცვითი გზავნილებით.
„ნაყოფიერი, საინტერესო და ემოციებით დატვირთული აქტივობა გამოვიდა. მადლობა თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
დედამიწის დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ