მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგის, ხათუნა შალიკაშვილის, ინიციატივით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „მენტალური ჯანმრთელობა“.
კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვნენ: მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზეს თემის გარშემო.
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხი. ხშირად გვხვდება კვლევები, სტატიები, სიუჟეტები თუ ღონისძიებები, სადაც საუბარია მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.
WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხათუნა მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციებისა და ინფორმაციებისთვის, რომლებიც მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ