მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კოსმოსი ყოველთვის იწვევს ადამიანის ცნობისმოყვარეობას და გაოცებას. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, შავი ხვრელები, გალაქტიკები და სამყაროს უსასრულო საიდუმლოებები გვიბიძგებს ვეძებოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ადამიანურ გონებას საუკუნეების განმავლობაში აწუხებს. ამ აღტაცებითა და ცნობისმოყვარეობით შთაგონებულმა, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - პროექტის „ნორჩი ფიზიკოსები“ ფარგლებში მნიშვნელოვანი მუშაობა გასწიეს ფიზიკისა და ასტრონომიის თემებზე.
მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები - კოსმოსის მოდელებიდან ექსპერიმენტულ პრეზენტაციებამდე, დიდი შრომის, მონდომებისა და შემოქმედებითი აზროვნების შედეგია.
ეს აქტივობა არა მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას, არამედ გუნდურობის, დამოუკიდებელი კვლევის და პრეზენტაციის უნარების განვითარებასაც ემსახურებოდა.
ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ნამდვილად იგრძნობა ნიჭიერების ზეიმი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ შთაგონებად იქცევა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ