მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხვადასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
ახლახან, ზურაბ ბიბინეიშვილისა და ხვიჩა ცინცაბაძისადმი მიძღვნილი თავისუფალი ჭიდაობის რესპუბლიკური კონკურსი ჩატარდა, სადაც საპრიზო ადგილები ერკეთის საჯარო სკოლის მოჭიდავე გოგონებმა გაინაწილეს.
I საპრიზო ადგილი, ლალი ჯინჭარაძემ, II ადგილი - ნია ანთაძემ, ხოლო III ადგილი ნინო რამიშვილმა მოიპოვეს.
„ზურაბ ბიბინეიშვილისა და ხვიჩა ცინცაბაძისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის რესპუბლიკურ კონკურსში თავი ისახელეს ერკეთის საჯარო სკოლის მოჭიდავე გოგონებმა.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოჭიდავე გოგონებს გამარჯვებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ