მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია!“.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც პედაგოგებმა შესთავაზეს სხვადასხვა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, შექმნეს პოსტერები, წარადგინეს იდეები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და აქტიურად იმსჯელეს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, ასევე - მათში მრავალმხრივი უნარების გამოვლენასა და გაღრმავებას.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოსაყალიბებლად და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ