მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზაქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე, რომელთა ჩართულობით, გადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაშიც - ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ეკა გურასპიშვილმა ჩაატარა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, შეასრულეს სიმღერები, შექმნეს თემატური ნამუშევრები და შემდეგ მოეწყო გამოფენა.
პროექტის მიზანი კი გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ. ბავშვებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე; თანატოლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
იხილეტ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ