მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, წარმატებით ეუფლებიან საგნობრივ ცოდნას და აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, რაც პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის დამსახურებაა.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება, საინტერესო სასწავლო პროცესი, უსაფრთხო გარემო... ერთიანად ქმნის სკოლის კონცეფციას, რომელიც საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, მიმართულია მომავალი თაობების განვითარებისკენ.
ამ ჰოლისტური მიდგომების დასტურია სკოლაში ჩატარებული აქტივობები, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.
აღსანიშნავია, რომ ღრმაღელის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამეწარმეო კლუბი „გამრჯე ხელები“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი მარიკა წიქარიძე.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მარიკა მასწავლებელმა „უცებ შემოიკრიბა ხელსაქმით დაინტერესებული ბავშვები რომლებიც კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და ეუფლებიან სახლის დეკორაციისათვის ხელნაკეთი ნიმუშების შექმნის ხელოვნებას“.
კლუბს დიდი გეგმები აქვს, პროგრამის ფარგლებში კი მოსწავლეები გამოიმუშავებენ მეწარმეობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან თავისუფალი მეწარმეობის დადებით მხარეებს.
„სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს ჯგუფს, მათ მასწავლებელთან ერთად. კლუბის წევრები დაგვპირდნენ, რომ ხელთ ნაკეთი სარკეების გამოფენას შემოგვთავაზებენ სიმბოლურად, 26 მაისს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ