მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვითი დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ და პატარებთან ერთად გარემოს დაცვის პრაქტიკული გზები დასახა.
„ჩვენ ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“ - აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა