მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული თემაზე - „SOS! ბუნება განსაცდელშია, დედამიწას დახმარება სჭირდება!!!“
22 აპრილს, დედამიწის დღეს, ეკოკლუბის წევრებისა და მასწავლებლების - ნაირა ბერულავას, ეკა ადამიასა და ლელა ხუხუნის ინიციატივით, მოეწყო დასუფთავების აქცია სკოლისა და სოფლის სკვერის ტერიტორიაზე. მათ მოსწავლეებთან ერთად, „დიდება გმირების“ მემორიალთან დარგეს ყვავილები. სკოლის ეზოში მოეწყო ნარგავების გასხვლა-დასუფთავება.
23 აპრილს, VII-IX კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაურიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები.
24 აპრილს, V კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ნახატების გამოფენა თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელშიც საინტერესოდ გადმოსცეს, რა შეიძლება მოხდეს ბუნების დანაგვიანების, ტყის გაჩეხვის, ჰაერისა და წყლის დაბინძურებისას. აქტივობას ხელოვნების მასწავლებელი ლიკა კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა.
25 აპრილს ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნითი ინფორმაციული ნაწილი:
ტყე ჩვენი ფილტვებია - ტყის მნიშვნელობა, მსოფლიოსა და საქართველოს გამორჩეული ტყეები;
სუფთა ჰაერის მნიშვნელობა, ჰაერის გაწმენდის მეთოდები;
სუფთა წყლის მნიშვნელობა, წყლის გაწმენდის მეთოდები;
V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „წითელი წიგნი“.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო გზავნილიც გააჯღერეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. მიმართვის ტექსტი წაიკითხეს IX კლასის მოსწავლეებმა: ლიზი ჩაჩიბაიამ და ანი ბესელიამ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი