მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ცხადია, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედაენის დღე და არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მიეძრვნა.
„ენა ქართული! განძია ჩვენი!
ენა ქართული! წყალობა ღვთისა!
ენა ქართული! ჯილდოა ერის!
ენა ქართული! მიწის და ცისა!“- ამ სიტყვებით შთაგონებულმა ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე -„ენა ქართული დედაა ერის! ...“ და პედაგოგ ხათუნა ავალიანთან ერთად ხოტბა შეასხეს ქართულ ენას.
პრეზენტაციის შემდეგ კი მე-3 კლასელები მასწავლებელმა საინტერესო და სახალისო აქტივობაში აქტივობაში ჩართო.
მეორეკლასელებმა კი აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული მწიგნობრობის განვითარებაში - „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“,- შესძახეს პატარებმა და მოაწყვეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე და არაერთი ლექსი თუ სიმღერა მიუძღვნეს მას. ღონისძიების ხელმძღვანელი გახლდათ დაწყებითი კლასის მასწავლებელი ირმა ჭიჭინაძე.
დედაენის დღე სასკოლო საზოგადოებას სახალისო და საინტერესო აქტივობით მიულოცეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიკო აბესაძის ხელმძღვანელობით.
ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივიცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებითვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში მოეწყო
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობა-აუცილებლობაზე