მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. ცხადია მოზარდები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს გამორჩეულად აღნიშნავენ.
„საქართველოს მთებში
„გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების
და ღმერთების ენავ!“ - ამ სიტყვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა გულში ღრმად შეინახეს ის ფაქტი რომ მამა-პაპათაგან სამი საუნჯე შემოგვრჩა: ენა, მამული, სარწმუნოება!
ისინი დიდ პატივს მიაგებენ სამივეს, ამჯერად კი დედაენის დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ და აქტიურად ჩაერთნენ სამხატვრო გალერეაში გამართულ ენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში.
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მახაშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებაც გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი აქტივობები. პრეზენტაციის საშუალებით მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა და გამოხატეს დამოკიდებულება ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღისადმი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა საგანთა შორის ინტეგრაციის ფარგლებში მოეწყო
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობა-აუცილებლობაზე