მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი პედაგოგის, თამუნა ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით, კამპანია სახელწოდებით „არა ბარბარიზმს!“ წამოიწყეს.
სასწავლო პროცესის ფარგლებში ბავშვებმა შეაგროვეს და გაანალიზეს უამრავი ბარბარიზმი, მოუძებნეს ქართული შესატყვისები და შემოქმედებითად გააფორმეს მთელი მასალა. საინფორმაციო ბანერები სკოლის ფოიეში გამოიფინა, რაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი ინტერესის საგანი გახდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ენის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღები - 1956 წლის 9 მარტი და 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც ერმა ერთსულოვნად დაიცვა ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა.
„ერი მაშინ არის ძლიერი, როცა შეუძლია თავისი ენის, მიწისა და მრწამსის დაცვა. დიახ, ენა ბურჯია ეროვნებისა და მას არ სჭირდება გარუსება და გაინგლისურება!“ — აცხადებენ მოსწავლეები თავიანთ საინფორმაციო სტენდზე.
ინიციატივამ დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოიპოვა სკოლაში და მაგალითი გახდა სხვა კლასებისთვისაც.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით