მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, ძეძილეთის საჯარო სკოლაში, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ციალა ქაჯაია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი თემატური ნამუშევრები წარმოადგინეს და შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“. ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს დაცვით ინიციატივებსა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე.
სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ბატონი კახა გიორხელიძე, რომელმაც მოსწავლეებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და მცენარეები დარგეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი