მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ შორაპნის საჯარო სკოლაში საგნის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
მათ შორის გრძელდება კლასგარეშე პროექტი „მე შემიძლია“, რომლის ფარგლებშიც V „ა“ კლასის მოსწავლემ, მარიამ გაჩეჩილაძემ, საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, პედაგოგის - ფიქრია ხუჯაძის მხარდაჭერით, წარმოადგინა ყველაზე „გემრიელი“ აქტივობა და აჭარული ხაჭაპური გამოაცხო.
„მუშაობა დავიწყეთ ახალ თემაზე „აჭარა“, სადაც ამ ულამაზესი კუთხის ბუნებასა და ღირშესანიშნაობებთან ერთად, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებაცაა მასალა. აჭარული სამზარეულო განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია: ბორანო (კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული (კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე), აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც სხვა დანარჩენი სახეობებისაგან უპირველესად ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. „აჭარული ხაჭაპური“ თავისი ფორმით განასახიერებს ნავს, ხოლო კვერცხის გული კი - მზეს. აჭარულ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აჭარულ ტკბილეულს, როგორიცაა: ბაქლავა და შაქარლა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით