მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, თეონა ადეიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- უპირობო სიყვარული! უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად, ცელქია თუ მშვიდი, აქტიურია თუ ინერტული... რაც მთავარია, უნდა გრძნობდეს შენს უპირობო სიყვარულსა და მხარდაჭერას.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- უკეთესი გავხადოთ სამყარო... შევქმნათ სამყარო ომების, შიმშილის, სიღატაკის გარეშე.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- შემეცნებითი, საინტერესო, სახალისო, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- თავისუფალ დამრიგებლებს დავამატებდი, ადამიანებს, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნებათ და მუდმივად მოსწავლეთა გვერდით იქნებიან, მოუსმენენ, დააკვირდებიან როგორც სასკოლო, ასევე ოჯახურ გარემოში და მშობლებთან ერთად დაგეგმავენ თითოეული მოსწავლის ყველა დღეს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, და ვფიქრობ, მასწავლიდნენ ჰუმანისტური პედაგოგიკის მხარდამჭერები, რადგან მათი გაკვეთილები დროს უსწრებდა.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ნიკოლოზ წულუკიძეს, ბუნებით დენდი, ვფიქრობ მისი უსასრულო ისტორიები მოსწავლეებისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდებოდა.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლას ვხედავ მომავლის სკოლად. ულამაზესი ინფრასტრუქტურით, უახლესი ტექნოლოგიებით, კვალიფიცირებული, საქმეზე შეყვარებული მასწავლებლებითა და ბედნიერი მოსწავლეებით... ბავშვებით, რომლებისთვისაც სკოლა არის განათლების ჰაბი, სადაც ყოფნა სახალისო და საინტერესოა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით