მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
ახლახან, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გაბრიელ უბერიამ და ნიკა ღავთაძემ საპრიზო ადგილი მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე კუდოში.
აღსანიშნავია, რომ ტურნირს სენაკის სპორტის სასახლემ უმასპინძლა; შეჯიბრში კი საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ასაკსა და წონით კატეგორიაში.
გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით და წარმატებებს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით