სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო ნაშორომებით წარდგნენ
28-04-2025
-
+


„ცხოვრება კონფლიქტების გარეშე - გზა მშვიდობისაკენ“ თანამედროვე ეპოქის აქტუალურია საკითხია. სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორის - ნინო ჯანჯღავას ინიციატივით, 25 აპრილს, უკვე მეორედ, ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია: „კონფლიქტი და კონტრასტები ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის გზაზე“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასულიერო პირები - მეუფე იოანე გამრეკელი;

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის - ლალი მელივას წარდგინებით, ქართულის მასწავლებლები: სოფიკო გორგილაძე და მარი თაბაგარი ჩაერთნენ ამ აქტოვობაში. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კონფლიქტის სწორად გაგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარების განვითარება.

საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით, საინტერესო ხედვებით, პრაქტიკული რჩევებით და დეტალურად ასახავდა ლიტერატურული ნაწარმოებების მრავალფეროვან კონფლიქტურ სიტუაციებს. პიროვნულ კონფლიქტს, სოციალურ დაპირისპირებებს, რწმენისა და პიროვნული „მეს“ ძიებას, ასევე ეთნიკურ და კულტურულ კონფლიქტებს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომებმა „კონფლიქტი და კონტრასტები ლიტერატურის, პროზისა და პოეზიის გზაზე“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თითოეული მოხსენება იყო ნამდვილი აღმოჩენა, სიღრმით სავსე!“,- აღნიშნავენ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში და დასძენენ, რომ დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ფასდაუდებელი გამოცდილება და ახალი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ გავუხსნათ მოსწავლეებს ლიტერატურაში არსებული კონფლიქტების სამყარო და დავეხმაროთ მათ რეალურ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებაში.

„კონფერენცია პედაგოგებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ კოლეგების ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისას კონფლიქტური სიტუაციების სწავლების კუთხით. თითოეული მომხსენებლის პრაქტიკული გამოცდილება და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა ხელს უწყობს ეფექტური სწავლების სტრატეგიების გავრცელებას.

გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, კონფერენცია ქმნის პლატფორმას სხვადასხვა სკოლის პედაგოგებს შორის აზრთა გაცვლისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად.

ამგვარი კონტაქტები შეიძლება გახდეს სამომავლო ერთობლივი პროექტების საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების მართვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მონაწილე პედაგოგებმა: მარინა ტალახაძემ, ნანა ლომიძემ, შორენა ჯალაღონიამ, თამარ გვასალიამ, მაკა გამყრელიძემ, მზია დარასელიამ, მაკარ ლაგვილავამ, ბადრი პაპავამ, თებრონე საჯაიამ, რომანოზ კირტავამ, მაია ბეშიტაიშვილმა, ლილი დევნოზაშვილმა, თამარ ბაქანიძემ, სოფიკო გორგილაძემ, მარი თაბაგარმა, ნანა თავართქილაძემ, ნინო ტონიამ, ნატა ბუცხრიკიძემ, მანანა გრიგოლავამ, რუსუდან მურღულიამ და ლევან ქურდიანმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების პროექტის კონტექსტში აღნიშნეს, რომ შინაგანი კონფლიქტის გააზრება ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ემოციების იდენტიფიცირებასა და მართვაში, რაც კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სოციალური უთანასწორობისა და მორალური დილემების კონტექსტში კონფლიქტის ანალიზი ხელს უწყობს მოსწავლეებში სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების გააზრებას.

ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური პრობლემების ანალიზი ლიტერატურულ მაგალითებზე ავითარებს მოსწავლეებში კომუნიკაციის, თანაგრძნობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

რწმენისა და იდეოლოგიური კონფლიქტების ანალიზი ისტორიულ კონტექსტში ხელს უწყობს მოსწავლეებში ტოლერანტობისა და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.

კულტურათაშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობის წარმოჩენა ამცირებს სტერეოტიპებსა და წინასწარგანწყობებს.

ბუნებასთან, ტრადიციებთან და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული კონფლიქტების ანალიზი ავითარებს მოსწავლეებში ეკოლოგიურ ცნობიერებასა და ეთიკურ მსჯელობას.

ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების ანალიზი ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

საზოგადოების როლის გააზრება კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

სიყვარულის, როგორც კონფლიქტის დაძლევის უნივერსალური ძალის წარმოჩენა ამკვიდრებს ჰუმანისტურ ღირებულებებს.

ამბოხის ანალიზი, როგორც არსებული წესრიგის გადახედვის მცდელობა, ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარს.

ტოტალიტარული რეჟიმებისა და პიროვნების თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში კონფლიქტის ანალიზი აძლიერებს დემოკრატიულ ღირებულებებს.

ინდივიდუალური არჩევანისა და საზოგადოებასთან დაპირისპირების ანალიზი ავითარებს მოსწავლეებში ავტონომიურობისა და საკუთარი პრინციპების ერთგულების მნიშვნელობის გააზრებას.

ემპათიისა და თანაგრძნობის განვითარება ლიტერატურული პერსონაჟების მიმართ ხელს უწყობს ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ამგვარი შეხვედრები და კონფერენციები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პლატფორმა პედაგოგებისთვის, რათა გაიზიარონ გამოცდილება, გაამდიდრონ ცოდნა და შეიმუშაონ ეფექტური სტრატეგიები მოსწავლეებში კონფლიქტის სწორად გაგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარების გასავითარებლად ლიტერატურის ძალის გამოყენებით“,- აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება