მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მომავალ თაობას ეროვნული ღირებულებებით, პატიორტულ მოტივებზე ზრდიან.
„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა“, „განათლება მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა“ - იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებით შთაგონებულმა მე-2 კლასელებმა ქართული ენის დღე იზეიმეს და აღნიშნეს, ყველა ქართველის სანუკვარი წიგნთა-წიგნის – „დედაენის“ შემქმნელის როლი წიგნიერების გავრცელებაში.
II2 კლასი ქართული ენის დღის აღნიშვნას ღია გაკვეთილით შეუერთა, რომელიც არაფორმალურ გარემოში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილების დარბაზში ჩატარდა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა და მოიცავდა არაერთ საინეტრესო აქტივობას. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, მის როლს ერის კულტურასა და ისტორიაში, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლს და საინეტრესო ნამუშევრებიც შექმნეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი