მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ - წლევანდელი დედამიწის დღის მთავარი გზავნილია, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ძალა, გახდეს ცვლილების მონაწილე და შეცვალოს მომავალი.
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ლამზირა ონიანის ინიციატივით, დეხვირის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.
მან, მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა პრეზენტაცია დედამიწის დღის მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება და კიდევ უფრო გაიაზრეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ასევე - ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
ბუნების მასწავლებელი - მადონა ლეთოდიანი;
დაწყებითი კლასის მასწავლებელი - გვანცა ჭაბუკიანი;
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქრისტინე ჭაბუკიანი;
ინგლისური ენის მასწავლებელი - ინგა უგრეხელიძე.
„დროა, ერთად დავიცვათ ჩვენი პლანეტა! ჩვენი ძალა – ჩვენი პლანეტაა!“,- ერთთხმად აღნიშნეს მოსწავლეება და უკეთ გაიაზრეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და დაცვის აუცილებლობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა