მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ხელოვნებაში სახელწოდებით „ძველი ეგვიპტე, საბერძნეთი და რომი“.
„პროექტის მიზანი იყო დროის უზარმაზარ სივრცეში მოგზაურობა, რათა ძველი ცივილიზაციების ხელოვნების გზით შევიგრძნოთ ეგვიპტური სიწმინდე, ბერძნული სილამაზე და რომაული დიდება, გავაცნობიეროთ, როგორ ქმნიდა ადამიანი ხელოვნებით უკვდავებას.
ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით შექმნეს პროექტისთვის საჭირო პოსტერები, ნახატები, არქიტექტურის თუ ქანდაკების სხვადასხვა დეტალები, მოირგეს მუმიფიცირების ღმერთის ანუბისის როლიც და მის მსგავსად დაამზადეს „ეგვიპტური მუმიები“.
პრეზენტაცია იყო საინტერესო, მრავალფეროვანი, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კოგნიტური აზროვნების, კვლევა-ძიების, შემოქმედობითობისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
სასკოლო საზოგადოებისაგან მივიღეთ დადებითი შეფასებები და ემოციები“, - აღნიშნა პროექტს ხელმძღვანელმა, ხელოვნების პედაგოგმა, გულთამზე კიკიანმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი