სიახლეები
სკოლები

ნიჭიერებისა და ხელოვნების დღე-სასწაული სიონის საჯარო სკოლაში
29-04-2025
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილლეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ამის დასტურია სკოლაში ჩატარებული ვიქტორინა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა წარმოაჩინეს როგორც შემოქმედებითი, ასევე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და გუნდურად მუშაობის უნარები;

„სიონის საჯარო სკოლაში გამორჩეულად მხიარული და შემოქმედებითი დღე გაიმართა - ხელოვნების ვიქტორინა, სადაც V, VI და VII კლასების ნიჭიერი მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და შემოქმედებით უნარებში ეჯიბრებოდნენ.

მოსწავლეებმა გამორჩეული მონდომებით, ენერგიითა და სიხარულით წარმოაჩინეს თავიანთი უნარები. თითოეულმა მათგანმა  თავისი ნიჭითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფერადა ეს დღე“, - ასე შეაფასეს სიონის საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა.

ღონისძიების დასასრულს კი გუნდებს სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ: „ეს მათი შრომისა და შემოქმედების დამსახურებული აღიარებაა;  პროექტი წარმატებით ჩაატარა ხელოვნების პედაგოგმა, ქალბატონმა ლონდა მაისურაძემ, რომლის ინიციატივითაც სიონის საჯარო სკოლაში ხელოვნების სიყვარული კიდევ ერთხელ გაცოცხლდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება