| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სწავლებისას პედაგოგები არაერთ მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავენ.
ახლახან, ოროჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინტერესო საინფორმაციო პრეზენტაცია თემაზე - „სამეგრელო, მისი კულტურა და სამზარეულო“. პრეზენტაცია ისტორიის მასწავლებლის - გაიანე სანოსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებით აღმოჩნდა.
პრეზენტაციაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დამსწრეებს საინტერესო ინფორმაცია წარუდგინეს სამეგრელოს ადმინისტრაციული შემადგენლობის,ისტორიის, ტრადიციების, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. მოსწავლეებმა მოამზადეს ასევე მეგრული კერძები.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ღონისძიების ბოლოს მეგრული კერძები თავადვე დააგემოვნეს და ხოტბა შეასხეს საქართველოს ამ ულამაზესი მხარის კულრუტასა და ტრადიციებს.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს