სიახლეები
სკოლები

„დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში“ - საპრასიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
29-04-2025
-
+


22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

გამორჩეულად აღინიშნა ეს დღე შოთა ხურციძის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, საპრასიის საჯარო სკოლაში. ბუნებისა და მე და საზოგადოების მასწავლებლების: ინგა გიორგაძისა და ლეილა ხურციძის ხელმძღვანელობით  განხორციელდა პროექტი - „დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში“.

პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები, შექმნეს თემატური ნახატები, დაამზადეს პოსტერები და ბუკლეტები, ბოლოს კი  წარმოადგინეს პრეზენტაცია.

ბავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თანატოლებს იმის შესახებ, თუ როგორ იზრუნონ გარემოზე, ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნების დაცვის გზებზე და ისიც აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, რომელსაც მოვლა-მოფრთხილება სჭირდება.

„კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“, - ასე გამოეხმაურა საპრასიის საჯარო სკოლა ამ მნიშვნელოვან თარიღს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება