მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება, სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის, მელეს საჯარო სკოლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების ხელშეწყობას სპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ სხავდასხვა აქტივობაში მიღწეულ შედეგებზეც აისახება.
ახლახან ჩატარდა საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში, სადაც მელეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ნანუკა ონიანმა 2013-2014წ. წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის, საპრიზო ადგილი მოიპოვა.
„მელეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეს ნანუკა ონიანს ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას
კიდევ ერთი სიხარული!
პატარა, მაგრამ სულიერი სიძლიერითა და მიზანდასახულობით გამორჩეული ძიუდოისტი გოგონა - ნანუკა ონიანი, რომელმაც ლაშხეთის სექციაში ვარჯიში სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ღირსეულად გამოვიდა 23 აპრილს საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირზე და გოგონათა შორის მესამე ადგილი მოიპოვა.
ეს არ იყო უბრალოდ ბრინჯაოს მედალი - ეს იყო მისი შეუდრეკელი შრომის, ვარჯიშისა და მწვრთნელის სიყვარულით სავსე მხარდაჭერის ნათელი ნაყოფი. განსაკუთრებული მადლობა მის მწვრთნელს - ივანე ონიანს.
ეს მიღწევა კი მხოლოდ დასაწყისია - მას წინ დიდი გზა და არაერთი წარმატება ელოდება; პატარა ძიუდოისტის სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე. მან უკვე დაამტკიცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
გილოცავთ ნანუკა ამ გამარჯვებას.
კიდევ არაერთხელ გვასახელებ ჩვენო მარგალიტო“, - ასე გამოეხმაურა მელეს საჯარო სკოლა საამაყო მოსწავლის წარმატებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი